Back to jobs
A

Motion + Premier PRO Mentor GEO

Tbilisi, Tbilisi, GeorgiaPosted 1 months ago
remote

Job Description

About Academy of the Digital Industries

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.

დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა
Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

როლის მოკლე აღწერა

ციფრული ინდუსტრიის აკადემია ეძებს გამოცდილ ვიდეო მონტაჟისა და მოუშენ დიზაინის მენტორს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ კადრების ტექნიკური აწყობა, არამედ სტუდენტებისთვის ვიზუალური თხრობის ხელოვნებისა და დინამიური გრაფიკის შექმნის გაზიარება.

ძირითადი მოვალეობები

  • ვიდეო მონტაჟისა და მოუშენ დიზაინის თეორიული და პრაქტიკული კურსის გაძღოლა;

  • სტუდენტებისთვის Adobe Premiere Pro-სა და After Effects-ის ინსტრუმენტების, ეფექტებისა და სამუშაო პროცესის (Workflow) დეტალური გაცნობა;

  • სტუდენტების დახმარება ვიზუალური ნარატივის აგებაში, კადრების ლოგიკურ გადაბმასა და დინამიკის აღქმაში;

  • სტუდენტების დავალებების რეგულარული განხილვა, შეცდომების ანალიზი და მათი შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა;

  • სტუდენტების დასკვნითი პროექტების მომზადების პროცესში ჩართულობა, რათა მათ შეძლონ კონკურენტუნარიანი პორტფოლიოს შექმნა.

See Your Match Score

Sign up and Renata will show you how this job matches your skills and experience.

Get Started Free
Motion + Premier PRO Mentor GEO at Academy of Digital Industries | Renata